ოქრიაშვილი 35 წლის ახალწვეულს მაისურს არ დაუთმობს - "აპოელი" გაძლიერდა

AutoSharing Option
35 წლის პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ჟოაო პედრო საკუთარი ქვეყნის პირველი დივიზიონის აუტსაიდერ "აკადემიიდან" კვიპროსში დაბრუნდა და ქართველი ლეგიონერების "აპოელში" ჩაირიცხა.

პედრო ადრე "აპოლონში" გამოდიოდა, რომლის რიგებში 8 გოლი გაიტანა და მონაწილეობას საგოლე ეპიზოდებშიც იღებდა. კარიერის ძირითადი ნაწილი მან პორტუგალიურ კლუბებში გაატარა. ჟოაო ადრე გარემარბად თამაშობდა, საკმაოდ შედეგიანი კარიერა აქვს და ყველგან ერთ-ერთი ლიდერი იყო.

Sportall.Ge

კვიპროსული Philenews-ი ერთ საკითხზე წერს, რომელიც ნიქოზიელთა ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს ეხება:

"პორტუგალიელს თავისი საყვარელ 17-ნომრიან მაისურზე უარის თქმა მოუწია, რადგან ის ოქრიაშვილს ეკუთვნის. ქართველი ადრე
11 ნომერი იყო, შემდეგ 10, "აპოელში" კი 17-ნომრიანი მაისური აცვია."

შეგახსენებთ, ნიქოზიელთა რიგებში გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოდიან. "აპოელი" 15 იანვარს "ახნასს" ესტუმრება.

altოქრიაშვილი მოედანზე არც კი იყო და 46-ზე შეცვალეს - კვიპროსული გამოხმაურება

altოქრიაშვილი მომჯობინდა, დაუშვილი მზად არაა - "წინა ხაზზე ქვილითაია ითამაშებს"

altქვილითაიას გოლის შემდეგ - კაჭარავას კლუბიდან გაშვებას ითხოვენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაუთმე შენ კიდე გამოხატე პატივისცემა, 17 ნომერი რა ისეთია 10, 7 კიდე ჰო.
რრრ
22:54 14-01-2022
0

სიახლეები პოპულარული