გიორგი ჩაკვეტაძის სახელი თურქულ გრანდს დაუკავშირეს

AutoSharing Option
voetbalbelgie.be-მ იანვარში ბელგიის იუპერ ლიგის გუნდების ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერები გაგვაცნო.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ, რომელსაც თავის გუნდში ბოლო პერიოდში შანსს არ აძლევენ.

აღნიშნული საიტი წერს, რომ ჩვენებური ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა, თურქულ გრანდ "ფენერბაჰჩეში" გადაბარგდეს.

ვერ გეტყვით, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, თუმცა როგორც იტყვიან კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი იქნება თუ ფენერბაჰჩეში გადავა.უნდა იშრომოს გეგმაზომიერად და ფორმასაც მალე დაიბრუნებს,გენტიდან რაც მალე წავა უკეთესი იქნება.
ziko
14:22 16-01-2022
8
მორიგი ზღაპარი..
მადრიდისტი
19:00 16-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული