ლევან კუტალია: ჩემი საოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ისრაელის "ლეს ცონას" თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ "რამათ ჰაშარონთან" "მაკრატელათი" გატანილ ულამაზეს გოლზე თავის "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა კომენტარი:

"გამარჯობა, მეგობრებო, ბევრი მილოცვა მივიღე თქვენგან და სათითაოდ ვერ გწერთ. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, თქვენი გულშემატკივრობა და გვერდში დგომა ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულოა. მადლობა.

ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და როცა ასეთ საოცარ გოლს იტან, რომელიც ფეხბურთის ისტორიას დარჩება, ორმაგად საამაყოა! ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოცმედიამ და არხებმა ილაპარაკეს ჩემზე, ჩემს გოლზე, კარიერაზე და ეს მართლაც განსაკუთრებული დღეა ჩემს საფეხბურთო კარიერაში.

ვიბრძვით ელიტაში მოსახვედრად
და წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატია. ასე რომ, შრომას და თავდადებას არ დავაკლებ, რათა კიდევ ბევრჯერ გავიტანო და გავახარო ჩემი გულშემატკივრები".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისრაელის რანგით მეორე ლიგაში გატანილი გოლი არცერთ ისტორიაში არ დარჩება :))) ეზოშიც ბევრს გაუტანია ლამაზი გოლი:)
პროფესტო
21:40 17-01-2022
9
მართლა ძალიან მაგარი გოლი იყო. ყველა ვარსკვლავი მოაწერდა ხელს. ბრავო!!
G.LA
21:20 17-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული