თურქულ შეკრებაზე "რუბინი" პირველ საკონტროლო მატჩში რანგით მეორე დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ "ფაკელს" დაუზავდა - 4:4.
ყაზანურ გუნდში არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც პირველ შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
23 იანვარს, მეორე სპარინგში, "რუბინი" პოლონურ "ვისლას" დაუპირისპირდება.
ტრავმა სად მიიღო, საქართველოში შვებულებისას?
არ მჯერა, რომ ნოემბერ-დეკემბერში გადატვირთული თამაშების გამო იანვარში ავარჯიშებენ ინდივიდუალურად და არ ტვირთავენ, ერთი თვე პაუზა არ ეყოფოდა ენერგიის აღსადგენად? :დ