ბორდალასის პრობლემები ხელმძღვანელობასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?

AutoSharing Option
"ვალენსია" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" ესტუმრება ( 22 იანვარს, თბილისის დროით 00:00 საათზე), რომელთანაც გამარჯვება უჭირს. უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3 ფრედ დასრულდა, ორში კი მადიდელებმა მოიგეს. სიმეონეს საუკეთესო დროება არ უდგას და კიდევ უფრო მეტი სჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძოლოს. 

ბორდალასის გუნდში გარკვეული დაძააბულობაა. "ღამურების" თავკაცს ხელმძღბვანელობასთან უკმაყოფილება დანიელ ვაის გამო აქვს - მწვრთნელს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. გარდა ამისა, მაქსი გომესი ნაწყენია, რადგან განაცხადში ვერ მოხვდა. 

"ვალენსია" ძირითად კიპერ იასპერ სილესენს მოისაკლისებს. წინა მატჩში ხაუმე დომენეკის ჩართვა ადასტურებს, რომ მწვრთნელი
ახლაც მას დაეყრდნობა და არა გიორგი მამარდაშვილს. სტუმრებს ტრავმის გამო გაბრიელ პაულისტაც აკლიათ.

მომზადებულია Informacionsanfernando-ს მიხედვით

altსილესენი ტრავმის გამო შეცვალეს - მამარდაშვილი მაინც არ ათამაშეს

altმამარდაშვილს ელოდნენ, მაგრამ ხელთათმანებს ხაუმე ისწორებდა - plazadeportiva

alt"ვალენსიამ" ქართულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული