ავთანდილ ასათიანი: ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი სამი ქულა აიღეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში აზერბაიჯანის 3:2 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა ირაკლი თოდუამ გააკეთეს:

"ავთანდილ ასათიანი: "გილოცავთ! ვიცი, რა სიხარულიც მოუტანა მოგებამ საქართველოს. გვჯეროდა ამ გამარჯვების და არაერთხელ ვთქვი, რომ საწყისი წუთები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობდით და ეს ემოციური ფონი იგრძნობოდა მოედანზე. მთავარია, რომ ორი გაშვებული გოლის შემდეგ ბიჭებმა სწრაფად მოახერხეს მობილიზება. გასახდელში ვისაუბრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში. ვფიქრობ, ამ ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი ს
ამი ქულა აიღეს.

ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგ თამაშზე გადავერთოთ. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ძალიან რთული მატჩი გველის და ასპროცენტიანი მობილიზების გარეშე იოლი არ იქნება. ჩემი აზრით, თამაშის სურათი საწყისმა წუთებმა და გაშვებულმა გოლებმა განაპირობა. ვირწმუნეთ, რომ ესეც ჩვეულებრივი თამაშია. ჩვენი გამარჯვება განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. ველოდით ამ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. საქმე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვქონდა და მოსაგებად მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ".

ირაკლი თოდუა: "მინდა, ყველას მივულოცო ეს გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და ფუტსალის გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარვადგინეთ და ჩვენი სახელი გავიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასტარტო თამაშის მოგება, თუმცა ვაანალიზებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საოცარი ემოციები იყო, თუმცა ვეცდებით, რომ ხვალიდან შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ კონცენტრირება“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მომდევნო თამაში გადაწყვეტია,ჯგუფიდან გასასვლელად.დღეს თავიდან აშკარად გვეტყობოდა დაძაბულობა.იმედი მაქვს, ბოსნიასთან შებოჭილობა აღარ დაგვეტყობა და ბიჭები, თავიდანვე სრული ძალით ჩაერთვებიან თამაშში.ძალიან მძიმე თამაში გველის,მაგრამ იქაც გამარჯვება გვჭირდება.
სოსო
21:41 22-01-2022
0
Kochag bichebo, gmerti tkvensken
Goga
21:39 22-01-2022
1

სიახლეები პოპულარული