გერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი

AutoSharing Option
"მიტდიულანდთან" წაგებულ (1:5) შეხვედრაში ჩაკვეტაძის კიტელის ნაცვლად ჩართვა სიმბოლური ცვლილება იყო. "ჰამბურგს" პლეიმეიკერი უახლოეს ტურში, ლიდერ "დარმშტადის" წინააღმდეგ დააკლდება. 

გიორგის შესახებ არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ჩაკვეტაძე არა მხოლოდ კარგად ერგება "ჰამბურგს" და მისი თამაშის სტილს, არამედ შეტევაში მის ყველა შესაძლო თანაგუნდელსაც.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიცია ცენტრშია და ის ასევე პროდუქტიულია მარცხნივაც. მისი ამჟამინდელი "GSN ინდექსი" არის 67.50. ეს ბუნდესლიგის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება. თუმცა ამ ეტაპზე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა აყვანილი. ასე რომ, სწრაფად უნდა იმოქმედოს.

ჩაკვეტაძის ძლიერი მხარეებია ინდივიდუალურ დუელებში გამარჯვება, პასი, თამაშის ხედვა, კრეატიულობა და სისწრაფე. თუმცა თავდაცვით მუშაობაში აშკარა სისუსტეებს ავლენს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 32,95 კმ/სთ, რაც კარგია ცენტრში მოთამაშისთვის. გიორგი უფრო სწრაფია, ვიდრე კიტელი (32,18). 

კიტელს გოლის გასატანად 3 შეხვედრა სჭირდება, ჩაკვეტაძის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 5 მატჩს უტოლდება. 29 წლის გერმანელი ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში ბურთს უფრო ხშირად ეხება და პარტნიორებს საგოლე შანსებსაც მეტად უქმნის. ასევე, კიტელი მეტად ეძებს ფორვარდებს, ვიდრე ამას გიორგი აკეთებს.

Sportall.Ge

ქართველს სხვა დადებითი მხარეები აქვს - 22 წლის ფეხბურთელი უფრო აქტიურია -  90 წუთში 82 ქმედება აქვს (კიტელს 65) და მათგან 74,39 პროცენტი წარმატებულია (კიტელის 67,69). აღსანიშნავია: ჩაკვეტაძე 90 წუთში ათ დრიბლინგს აკეთებს, საშუალოდ კიტელი მხოლოდ 3.3-ს ბედავს და უმეტეს შემთხვევაში, ბურთს კარგავს.

ჩაკვეტაძის 40 პასი 90 წუთში ძალიან კარგი მაჩვენებელია, თანაც 85-პროცენტიანი სიზუსტით. აქაც ის ჯობია კიტელს: "ჰამბურგის" ამჟამინდელი პლეიმეიკერი 90 წუთში 38 პასს აკეთებს, აქედან 29 ზუსტია (76,31 პროცენტი). ახალწვეული დუელებთან დაკავშირებითაც უკეთესია -  ჩაკვეტაძეს 90 წუთში 21 დუელი აქვს, მისი წარმატების მაჩვენებელი 47,61-ია; კიტელი კი 39,09 პროცენტს იგებს.

მომზადებულია ndr-ის მიხედვით

altყველაფერი "ჰამბურგზე" - სად დაინახავს მწვრთნელი ჩაკვეტაძის ადგილს?!

altBILD: გეორგიელი გიორგი ყველაფერს აკურატულად წყვეტდა - კარგი ტექნიკითა და რიგიანი ტემპით

მკითხველის კომენტარები / 12 /
არავითარი სტატისტიკა არ მჭირდება გიორგის შესაძლებლობების დასანახად.ეს უკვე ყველას ნანახი გვაქვს.მთავარია ფორმა და თავდაჯერებულობა სრულად აღიდგინოს.მერე კი,ბუნდესლიგაშიც ბევრს დასვავს მესამე წერტილზე.სწორედ ამას ვუსურვებ გიოს.
სოსო
15:04 31-01-2022
0
წარმატებები გიირგის! მთელი საქართველო შენი გულშემატკივარია. ღ.ანთაძესთან შეკითხვა: ჩაკვეტაძეს ციფრები საიდანაა, წელიწადია არ უთამაშია?
Alexandre
22:59 30-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული