BILD: მწვრთნელი ჩაკვეტაძით აღფრთოვანებულია - იაშვილი "ჰამბურგს" ულოცავს

AutoSharing Option
გერმანული გავლენიანი BILD-ი "ჰამბურგის" ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეზე წერს:

"ექნება თუ არა დებიუტი "დარმშტადთან" შეხვედრაში "გენტიდან" იჯარით ახლად გადმოსულ გიორგი ჩაკვეტაძეს? ქართველი ნახევარმცველით  მთავარი მწვრთნელი ტიმ უოლტერი ნამდვილად აღფრთოვანებულია.

"ჰამბურგის" თავკაცი ამბობს: "გიორგი ბურთთან ერთად თამაშში კარგად ერკვევა, მაგრამ მთლიანობაში, დაცვითი სამუშაოების შესრულების დროს ბევრი უნდა ისწავლოს. უახლოეს შეხვედრაში მასზე დაყრდნობით პრობლემას ვერ ვხედავ."

Fussball-news-ი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს ესაუბრა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა:

"შემიძლია, "ჰამბურგს" მხოლოდ მივულოცო გიორგის ტრანსფერი. ის მათ დაეხმარება. გარკვეული უიღბლობის, განსაკუთრებით
მუხლის ტრავმის შემდეგ, ჩაკვეტაძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ კვლავაც გამორჩეული ფეხბურთელია."

გიორგი ჩაკვეტაძეზე გერმანული მედია საკმაოდ ვრცლად წერს. "ჰამბურგი" ლიდერ "დარმშტადს" 6 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაუპირისპირდება.

altგერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე იაშვილის ყოფილ კლუბთან

altგერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდი ათამაშდი ახლა და ტრამვა-დაღლა-იღბალი-ტრენერი ასეთებზე წუწუნიც არ გამაგონო იცოდე... აღარ ხარ ბავშვი
jorjio
23:59 02-02-2022
0
Მიდი რა გენაცვალე!ღმერთო შენ გადმოხედე ამ ბიჭს და არიდე ტრამვები.რავქნა ყველა სპორტსმენს ვგულშემატკივრობ ტრამვების მერე,ვიცი რაც არი სერიოზული ტრამვა.
Ერთი ანანიძეც დაიქოქოს რა და მერე გამოუშვით მაკედონია და ბულგარეთი...
jordan beli
23:55 02-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული