BILD: მწვრთნელი ჩაკვეტაძით აღფრთოვანებულია - იაშვილი "ჰამბურგს" ულოცავს

AutoSharing Option
გერმანული გავლენიანი BILD-ი "ჰამბურგის" ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეზე წერს:

"ექნება თუ არა დებიუტი "დარმშტადთან" შეხვედრაში "გენტიდან" იჯარით ახლად გადმოსულ გიორგი ჩაკვეტაძეს? ქართველი ნახევარმცველით  მთავარი მწვრთნელი ტიმ უოლტერი ნამდვილად აღფრთოვანებულია.

"ჰამბურგის" თავკაცი ამბობს: "გიორგი ბურთთან ერთად თამაშში კარგად ერკვევა, მაგრამ მთლიანობაში, დაცვითი სამუშაოების შესრულების დროს ბევრი უნდა ისწავლოს. უახლოეს შეხვედრაში მასზე დაყრდნობით პრობლემას ვერ ვხედავ."

Fussball-news-ი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს ესაუბრა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა:

"შემიძლია, "ჰამბურგს" მხოლოდ მივულოცო გიორგის ტრანსფერი. ის მათ დაეხმარება. გარკვეული უიღბლობის, განსაკუთრებით
მუხლის ტრავმის შემდეგ, ჩაკვეტაძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ კვლავაც გამორჩეული ფეხბურთელია."

გიორგი ჩაკვეტაძეზე გერმანული მედია საკმაოდ ვრცლად წერს. "ჰამბურგი" ლიდერ "დარმშტადს" 6 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაუპირისპირდება.

altგერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე იაშვილის ყოფილ კლუბთან

altგერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი მწვრთნელი კარგ შედეგზე გაყვანის გარანტიაა... წარმატებას ვუსურვებ გიორგის!
Guja Kakhadze
13:37 02-02-2022
0
ეტყობა,ჰამბურგში კარგი ატმოსფეროა,რამაც გიორგიზე კარგად უნდა იმოქმედოს.ძლივს არ შეხვდა ამ ბიჭს ნორმალური მწვრთნელი და გუნდი? ეხლა თვითონაც უნდა მოინდომოს.
status quo
18:12 02-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული