სიტუაცია შეიცვალა - ჩაკვეტაძეს სასტარტოში მოიაზრებდნენ, თუმცა მას ვარჯიშის გამოტოვება დასჭირდა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ გერმანული მედია, ფაქტობრივად, ყოველდღიურად წერს. 

Op - online:

"ჰამბურგის" ერთადერთ ახალწვეულს შანსი ექნება, სონი კიტელის არყოფნით ისარგებლოს და მეორე ბუნდესლიგის ლიდერთან სასტარტო შემადგენლობაში იყოს.

გუნდის ახალი ლიდერი სონი კიტელი მეხუთე ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია. გარდა ამისა, "ჰამბურგის" ფეხბურთელებს ტრავმები კვლავ აწუხებთ, რაც ქართველი ნახევარმცველის სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის შანსებს ზრდის.

ვალტერის გუნდში მომხდარი სატრანსფერო კატასტროფა, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი - მათ ერთადერთი ფეხბურთელის შეძენა მოახერხეს."

Mopp-ის თანახმად, სიტუაცია შეიცვალა - გიორგის ნაცვლად სასტარტოში დავიდ კინსომბს უნდა
ველოდოთ, რადგან ჩაკვეტაძეს ორგანიზაციული საკითხების გამო ბელგიაში ჩასვლა და შესაბამისად, ვარჯიშის გამოტოვება დასჭირდა.

მეხუთეადგილოსანი "ჰამბურგი" დარმშტადს" 6 თებერვალს ესტუმრება.

altBILD: მწვრთნელი ჩაკვეტაძით აღფრთოვანებულია - იაშვილი "ჰამბურგს" ულოცავს

მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ ფეხბურთი მართლა გვიყვარს და ჩვენი პატივმოყვარეობის ტყვეობაში არ ვართ,უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს.ჩაკვე ბავშვობიდანვე,რომ სწორი მიმართულებით გაზრდილიყო[ფიზიკურ მომზადებას ვგულისხმობ]დღეს გაცილებით ნაკლები პრობლემები ექნებოდა. ალბათ დამეთანხმებით.
ილია
22:02 03-02-2022
2
რანაირი სათაურია, გამისკდა გული... :-/
რა მაფიაა?
21:57 03-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული