შოთა არველაძის "ჰალი" დამარცხდა და შემდეგ ტურში რუნის "დერბის" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "პრესტონთან".

გოლი 51-ე წუთზე 20 წლის თავდამსხმელმა კამერონ არჩერმა გაიტანა.

ნამატჩევს შოთამ შემდეგი განაცხადა: „ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. თავდაუზოგავად გაისარჯენ. თამაში კარგად დავიწყეთ, თავდაჯერებულად. გოლი მეტოქემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენი მოკლე პასი ჩაჭრა და მათი ფორვარდი თავისუფალი დავტოვეთ.

ანგარიშის გათანაბრება კუთხურის შემდეგ შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ასეთია ფეხბურთი, ხანდახან მტკივნეულია, თუმცა ეს მორიგ მატჩებში გაგვაძლიერებს და გვინდა წინ ვიყუროთ“.

შეგახსენებთ, "ჰალ სიტიმ" შოთას ამ გუნდში სამწვრთნელო დებიუტისას სახლში "სუონსის"
2:0 სძლია.

"ჰალ სიტი" 32 ქულით მე-19 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 8 თებერვალს გასვლაზე "დერბის" დაუპირისპირდება, რომლის თავკაცი უეინ რუნია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვახოს ვეთანხმები, მხოლოდ ფულზე ფიქრობს არველაძე და ჰალის მწვრთნელობას ქართული კლუბის გაწვრთნაა საქმე, ყველა მხოლოდ ფულზე რომ ფიქრობს, ამიტომაა აყვავებული ქვეყანა და ქართული ფეხბურთი. სად იყო ფული მესხი, პაიჭაძე და ა.შ. რომ თამამშობდნენ ან ახალკაცს სად ჰქონდა მაგდენი ფული, რაც არველაძეს აქვს და კი აკეთებდა კაცი საქმეს. ვითომ ფანები კი არა, ხამები ხართ, ევროპა-ევროპა იძახეთ და ჭ კლასია ზუსტად მეორე ლიგა, ყიფიანს და ა.შ. რეალი ეპატიჟებოდა, ახლა სად ეპატიჟებიან ქართველ ფეხბურთელებს?
ლუკა
17:39 06-02-2022
5
Momaval sezonshi gadaikvvans premierligashi
Shepaseba
16:04 06-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული