ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "პრესტონთან".
გოლი 51-ე წუთზე 20 წლის თავდამსხმელმა კამერონ არჩერმა გაიტანა.
ნამატჩევს შოთამ შემდეგი განაცხადა: „ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. თავდაუზოგავად გაისარჯენ. თამაში კარგად დავიწყეთ, თავდაჯერებულად. გოლი მეტოქემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენი მოკლე პასი ჩაჭრა და მათი ფორვარდი თავისუფალი დავტოვეთ.
ანგარიშის გათანაბრება კუთხურის შემდეგ შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ასეთია ფეხბურთი, ხანდახან მტკივნეულია, თუმცა ეს მორიგ მატჩებში გაგვაძლიერებს და გვინდა წინ ვიყუროთ“.
ანგარიშის გათანაბრება კუთხურის შემდეგ შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ასეთია ფეხბურთი, ხანდახან მტკივნეულია, თუმცა ეს მორიგ მატჩებში გაგვაძლიერებს და გვინდა წინ ვიყუროთ“.
შეგახსენებთ, "ჰალ სიტიმ" შოთას ამ გუნდში სამწვრთნელო დებიუტისას სახლში "სუონსის" 2:0 სძლია.
"ჰალ სიტი" 32 ქულით მე-19 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 8 თებერვალს გასვლაზე "დერბის" დაუპირისპირდება, რომლის თავკაცი უეინ რუნია.