
ჰამბურგელებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და მეორე ბუნდესლიგის ლიდერს შანსი არ დაუტოვეს. გიორგი შეხვედრაში საკამოდ აქტიურად და თამამად ჩაერთო - ბურთს რამდენჯერმე შეეხო, ზუსტი პასები გააკეთა და მეხუთე გოლის ორგანიზებაში მონაწილეობაც მიიღო.
"ჰამბურგის" ფორვარდმა გრაცელმა პოკერი შეასრულა, ერთი გოლი კი ვინთზეიმერის ანგარიშზეა.
37 ქულით მე-4 ადგილზე მყოფი "ჰამბურგი" 12 თებერვალს "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლებს.
დასჯა და რეაბილიტაცია - მამარდაშვილსა და ჩაკვეტაძეს სასტარტოში
ელოდნენ...