ინჯგია შევიდა და 90-ე წუთზე თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლის ნახევარმცველმა რევაზ ინჯგიამ "აპოლონს" გამარჯვება მოუტანა.

კვიპროსის ჩემპიონატზე "აპოლონმა" საკუთარ მოედანზე აელ-ი 2:1 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლი კი 75-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ინჯგიამ 90-ე წუთზე თავით გაიტანა.

ინჯგია "აპოლონში" ზაფხულში "თელავიდან" გადავიდა, მე-10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი გაიტანა. მან ერთი გოლი თასზე გაიტანა.

"აპოლონი" 44 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 8 ქულით უსწრებს და 15 თებერვალს სტუმრად პაეეკ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული