საქართველოს ნაკრების მცველს ხელშეკრულებას უხანგრძლივებენ, მისი გუნდი კი, მოულოდნელად, ჩემპიონობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველის, 23 წლის ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერს" მშვენიერი სეზონი აქვს და ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-2 ადგილს იკავებს. ჩემპიონატის მე-19 ტურში ქართველი მცველის გუნდმა "რიდი" (2:1) დაამარცხა, ლუკამ კი მოედანზე კიდევ ერთი 90 წუთი გაატარა. კლუბის პრეზიდენტი დიტმარ რიგლერი გახარებულია და უკვე ჩემპიონობაზე ოცნებაც რეალურად წარმოუდგენია.

krone-ი რიგლერის სიტყვებს ციტირებს:

"ვინმეს ეს სეზონის წინ რომ ეთქვა, ვერ დავიჯერებდი. თუ ჩემპიონები გავხდებით, კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფეხბურთელები არანაირ ზეწოლას არ განიცდიან...

რამდენიმე მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების გეგმა შედგენილია, მათ შორის, ლუკა ლოჩოშვილთან."

"ვოლფსბერგერმა" ავსტრიის თასის ნახევარფინალში
გააღწია, ჩემპიონატში კი ლიდერ "ზალცბურგს" 14 ქულით ჩამორჩება, მაგრამ რამდენიმე ტურის შემდეგ ბუნდესლიგა ექვსეულებად დაიყოფა და ქულათა სხვაობა შეიცვლება.

შეგახსენებთ, "ვოლფსბერგერის" წევრი გურამ გიორბელიძეცაა, რომელიც ამჟამად დრეზდენის "დინამოში" გამოდის. აქვე გეტყვით, რომ ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" მე-3 ადგილს იკავებს.

altლოჩოშვილის "ვოლფსბერგერი" თასის ნახევარფინალში გავიდა

altლოჩოშვილის "ვოლფსბერგერი" 3:0-ს იგებდა და ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ვიცი ნაკრებში არ ათამაშებენ იმ ის მიუხედავათ რო ქართველი მცელებში ყველაზე კარგ ლიგაში თამაშობს ალბათ პატრონი არა ჰყავს
ზაზა
20:03 15-02-2022
2
კარგია რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. დაცვაში ძალიან გვიჭირს. იმის ფონზე რომ გრიგალავა თან უკლუბოდაა და თან წავიდა სანიოლის გუნდიდან, ხოლო ტაბიძე და დვალი უთამაშებლები არიან, ცენტრში უმწირესი არჩევანი გვაქვს: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, მ. კობახიძე და კაკაბაძე რომელიც რეალურად ფლანგის მოთამაშეა. სხვა არ ვიცი ვინმე თუ გამომრჩა, მაგრამ მგონი საკმაოდ გვიჭირს.

საბა კვირკველიას აღარ ვთვლი სამწუხაროდ. იმდენად მოუკლო, აშკარად აღარ არის ფეხბურთის თამაში მისი პრიორიტეტი. არა და რომ უნდოდეს. ჯერ 5-7 წელი მაინც შეუძლია კიდევ მაღალ დონეზე.
დაგვჭირდება ეს ბიჭი
17:39 15-02-2022
0

სიახლეები პოპულარული