გერმანული მედია: ცვლილებებმა "ჰამბურგი" გამოაცოცხლა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" სტუმრად "ზანდჰაუზენი" (1:1) ვერ დაამარცხა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გალიდერების შანსი დაკარგა - ვერც მათმა მომავალმა მეტოქე ბრემენის "ვერდერმა" გაიმარჯვა ("ინგლოშტადთან" 1:1). ვალტერის გუნდს პირველი ტაიმი ჩაუვარდა, მეორე ნახევარში კი სიტუაცია გამოასწორა და შეხვედრის გადარჩენა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე მასპინძლებისთვის მე-2 გოლი ხელით თამაშის გამო რომ არ გაეუქმებინათ, არავინ იცის, რა მოხდებოდა...

Abendblatt-ი წერს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე 3 ახალი ფეხბურთელის შემოყვანამ სტუმრების თამაში უკეთესი გახადა. ერთ-ერთი ახალი მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც მშვენიერი რეიდი მოიწყო
და გატანაც შეეძლო:

"ჰამბურგმა" შეხვედრა დაიწყო, როგორც მოყვარულმა გუნდმა და დაასრულა, როგორც პროფესიონალურმა...

ვალტერის შეგირდებმა "ზანდჰაუზენთან" მხოლოდ ერთი ქულა აიღეს. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, ჰამბურგელები მეორე ნახევარში ახალი გუნდით გამოვიდნენ და ანგარიში გაათანაბრეს (1:1).

მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში ცვლილება არ შეიტანა და გაირკვა, რომელ ფეხბურთელებს ენდობა ვალტერი ყველაზე მეტად...

უკვე მატჩის სტარტზევე "ჰამბურგი" უინტერესოდ გამოიყურებოდა - ტემპი დაბალი იყო, პასები - გრძელი და უმისამართო, შეტევაში თამაში კი არ არსებობდა. მათი მეტოქე გაცილებით მეტი ენთუზიაზმით თამაშობდა.

მეორე ტაიმში კინსომბი, ჩაკვეტაძე და გიამერა შემოვიდნენ და ამან თამაშში სერიოზული ეფექტი შეიტანა -  დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ "ჰამბურგმა" შეტევაში უფრო მეტი შექმნა წინ, ვიდრე წინა 45-ში. გათანაბრების საუკეთესო შანსიც შეიქმნა...

სონი კიტელმა (რომელმაც ანგარიში გაათანაბრა) ერთხელაც აჩვენა, რომ ამ გუნდისთვის შეუცვლელია..."

altჩაკვეტაძის 45 წუთი და გამოუყენებელი სუპერ მომენტი - "ჰამბურგი" "ზანდჰაუსენს" დაუზავდა [VIDEO]

altჩაკვეტაძე, როგორც ჯოკერი - bild-ი ქართველზე წერს

altჩაკვეტაძე კარგია, თუმცა... - გერმანული მედია გიორგიზე წერს


მკითხველის კომენტარები / 7 /
იშვიათობაა ესეთი ინტელექტის ფეხბრთელი სულ სწორ გადაცემებს აკეთებს ტრავმა როარა მაღალ დონეზე იქნებოდა უკვე ტოპ გუნდში
beqa
12:55 20-02-2022
1
ფაქტია, რომ გიო კარგ გუდში და კარგი მწვრთნელის ხელშია. ფორსირება არ არის საჭირო. იმედია, მომავალ სეზონში "ჰამბურგი" გიოსტან ერთად "ბუნდესლიგაში" იქნება.
tngh
14:55 20-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული