ზივზივაძემ პირველივე მატჩში "ფეჰერვარზე" ჯავრი იყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარიდან" "უიპეშტში" გადავიდა და პირველივე მატჩში თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

ზივზივაძეს "ფეჰერვარში" მწვრთნელი იმრე საბიჩი სასტარტოში იშვიათად აყენებდა, 11 თებერვალს იჯარის წესით "უიპეშტში" ზაფხულამდე გაუშვეს და ბედის ირონიით პირველივე შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდთან მოუწია თამაში, რომელსაც უკვე საბიჩის ნაცვლად გერმანელი მიხაელ ბორისი ჩაუდგა სათავეში.

უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "უიპეშტმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ფეჰერვარი", ერთი გოლი კი ბუდუმ გაიტანა.

m4sport-ი იტყობინება, რომ ქართველი ზემოტივირებული იყო და გიორგი ბერიძესთან ერთად ძალიან აქტიური გახლდათ.

47-ე წუთზე "უიპეშტი" იოჰან გროიზეტმა დააწინაურა, 74-ე
წუთზე ბუდუმ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 87-ეზე ნემანია ნიკოლიჩმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

ზივზივაძემ 79-ე წუთამდე ითამაშა, ბერიძემ კი 63-მდე.

"უიპეშტი" 21 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა და 27 თებერვალს "მეზოკოვეშდს" უმასპინძლებს. ასე რომ, ბუდუს თავის კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. მან ამ სეზონში ჩემპიონატის 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდე შეეძლო ერთი 2 … გილოცავ ბუდუ აბა შენ იცი უგოლოდ აღარ გამოხვიდე შეხვედრიდან
bejo
00:34 21-02-2022
0
რაც გასატანი იყო ისინი ვერ შეყარა და მაგიტომაც გამოგიშვეს გუნდიდან კარგი თავდამსხმელი მასეთებს აე მაზავს ასე რომ იმუშავე ბევრი და გაისწორე მიზანი
რომა
11:42 21-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული