გერმანული მედია "ჩაკვეზე" - სასტარტოს შანსი და"გენტთან" მოლაპარაკებები

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ გერმანული მედია ისევ აქტიურად წერს - როგორც მის ძირითად შემადგენლობაში შესაძლო თამაშზე, ასევე, 22 წლის ფეხბურთელის საკლუბო მომავალზე.

90min:

"ჰამბურგი" გიორგი ჩაკვეტაძეზე იმედებს ამყარებს, მაგრამ მომავალ ზაფხულს მისი შენარჩუნების შანსები მცირეა. 

ქართველმა ნახევარმცველმა ჯერ სულ 3 შეხვედრაში იასპარეზა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერმა ბოლო მატჩშიც დაამტკიცა, რომ გიორგის შესაძლებლობებს აფასებს - მოედანზე შესვენების შემდეგ შეიყვანა. სავსებით შესაძლებელია, დარჩენილ დროში ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. 

"გენტმა" გერმანულ კლუბს ჩაკვეტაძის გამოსყიდვის უფლება არ მისცა და ამაზე დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო. ჩაკვეტაძის
ფასი ახლა 2.3 მილიონი ევროა, "ჰამბურგისთვის" კი შესყიდვის ეს ვარიანტი ძვირი იქნება - ბუნდესლიგაში აღზევების შემთხვევაშიც."

ამ საკითხზე liga2-online-იც წერს:

"22 წლის ფეხბურთელი გუნდისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება, მაგრამ "ჰამბურგს" მისი გამოსყიდვის პუნქტი არ აქვს."

mopo კი ვარაუდობს, რომ უახლოეს შეხვედრაში, ლიდერ ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ, "ჩაკი" ფარიდე ალიდუს ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ეს მატჩი ქართველი ნახევარმცველის გუნდის საშინაო არენაზე 27 თებერვალს გაიმართება. 

alt"ჩაკვეტაძეს ზაფხულამდე საკუთარი რეკლამისთვის საკმაო დრო აქვს" - გერმანული მედია

altkicker: ჩაკვეტაძემ დაამტკიცა, რომ "ჰამბურგის" თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია

altBILD: ჩაკვეტაძე ყოველ მატჩში მეტს და უკეთ თამაშობს - "ვერდერთან" სასტარტოში იქნება?

მკითხველის კომენტარები / 10 /
მთავარია ტრამვამ აღარ შეაწუხოს და სხვას მოევლება.
რრრ
20:17 23-02-2022
0
მოდი ის ვისურვოთ რო ჩაკვე ათამაშდეს და ფულიც გამოჩნდება და ფულის გადამხდელიც.
Levani
18:26 23-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული