თათრეთის 50 ჩინებული სასიძო - მათ შორის კვარაცხელია და სლუცკია

AutoSharing Option
business-gazeta-მ თათრეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 50 ყველაზე სასურველი სასიძო დაასახელა. მათ შორის არიან მილიარდერების მემკვიდრეები, ამბიციური ჩინოვნიკები, კულტურის მოღვაწეები და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები. ამ კატეგორიაში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი, "რუბინის" ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე და უბრალოდ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია (21 წლის, მერწყული). მის პოტენციურ გულის რჩეულს არ გაუადვილდება, რამეთუ "კვარას" მთელი თავისი ცხოვრების საქმიდან ყურადღების გადატანა ადვილი არ არის. ამ სეზონს ხვიჩა კარგად ვერ ატარებს, ისევე, როგორც მთელი "რუბინი",
მაგრამ ევროპიდან მასზე მოთხოვნა შენარჩუნებულია. სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე ზაფხულში ინგლისში გაემგზავრება, იქ კი ფეხბურთელების შემოსავლები გაცილებით მაღალია. ხვიჩას მოძებნა ძალიან ძნელია. ქართველისთვის კლუბის ბაზის დატოვება დიდი მოვლენაა, იქიდან ხშირად არ გადის. ჯერ მისთვის უფრო საინტერესო თავის ოთახში PlayStation-ის თამაშია.

ლეონიდ სლუცკი

"რუბინის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი (50 წლის, კურო) - სიაში განქორწინებულთა შორისაა. ჰყავს ვაჟიშვილი, უკვე ზრდასრული და დამოუკიდებელი. თავად სლუცკი ყაზანში ცხოვრობს, ქალაქს შესანიშნავად ეკიდება. მედიის ნამდვილი ვარსკვლავია, რომელიც თავისი ყოფნით არა მარტო კლუბისადმი ინტერესს იწვევს, არამედ მთლიანად რეგიონისადმი. მისი ნახვა "რუბინის" თამაშებსა და პოპულარული "იუთუბარხების" გადაღებებზე შეიძლება. მისი მომავალი შესაძლო გულისსწორი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ სამუშაო ძალიან ბევრ დროს ართმევს, მით უმეტეს, ახლა, როდესაც "რუბინი" სატურნირო ცხრილის მეორე ნაწილში ფართხალებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩარჩა სამუდამოდ რუსეთში,ამ სიტუაციაში რუსეთიდან არავინ იყიდის ევროპაში
ირაკლი
20:47 23-02-2022
10
ახლა საერთოდ შეწყდება რუსული ჩემპიონატის ფეხბურთელებზე დაკვირვება ევროპელებისგან. ძალიან მცირე შანსია ხვიჩამ ამ ჩაკეტილი წრიდან გააღწიოს.
მე მას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ერთი შანსი ის აქვს, რომ ნაკრების თამაშებზე ყოველთვის გაიბრწყინოს.
მხოლოდ ნაკრებიდან გავა ევროპული გუნდების გზაზე.
Winter
01:53 24-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული