დებიუტში სტუმრები ლამაზი გოლით პაულისტამ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, „მალიორკა“ გამუდმებით უტევდა, „ვალენსია“ თავს იცავდა და ცუდი თამაშით 3 ქულა მოიპოვა. ქართველმა მეკარემ შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 4-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
„ვალენსია“ 33 ქულით ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა და 3 მარტს თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბილბაოს“ უმასპინძლებს, ხოლო 5 მარტს ჩემპიონატზე „გრანადას“.
მალიორკა. „სონ მოიში“. 14 417 მაყურებელი
მალიორკა - ვალენსია 0:1
გოლები: 0:1 პაულისტა (4)
გაძევება: მორიბა (90+2)
რავიცი ეგრე რატო მოიქცა თან თუ დაგინახათ … ძაან გაუგებარია ჩემთვის … რომ წავიკითხე თქვენი კომენტარი მეგონა რომ აჭარბებდით ასე რომ მაპატიე და ხელები ამიწევია … კიდევ დაწერეს ეხლა რომ ახასიათებს ეგეთი საქციელი ძაან ვწუხვარ ცუდია თუა ასე იქცევა