სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში, გათამაშების ლიდერი, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" "ტრნავას" დაუზავდა - 0:0. ქართველმა ლეგიონერებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ამ შეხვედრის დროს, სპეციალური მაისურით გამოხატეს.
ესპანეთის ჩემპიონატში "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რუსული აგრესიის შეჩერება ასევე, მაისურზე წარწერით მოითხოვა. მხარდამჭერი განცხადება "ჰალის" თავკაც შოთა არველაძისგანაც მოვისმინეთ.
მსგავსი ნაბიჯი სხვა ქართველი ლეგიონერებისგანაც ვიხილეთ - კვიპროსში გიორგი ქვილითაიამ და ავსტრალიაში ბექა მიქელთაძემ გოლები უკრაინელებს მიუძღვნეს. ასევე, უკრაინის მიმართ
დღეს, 27 თებერვალს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ლიდერთა შეხვედრა, გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგსა" და "ვერდერს" შორის წუთიერი დუმილით დაიწყება - უკრაინისადმი თანადგომას ამ ფორმით გამოხატავენ.
ჩინებული მამარდაშვილი და მისი გზავნილი პუტინს" - ესპანური მედია და ბორდალასი აღფრთოვანებულნი არიან
მიქელთაძემ გაიტანა და გოლი უკრაინას მიუძღვნა [VIDEO]