"ჩემ პროვოცირებას ცდილობენ..." - ხვიჩას ინტერვიუ "რუბინის" ოფიციალურ გვერდთან

AutoSharing Option
ორშაბათს, 28 თებერვალს (20:00 სთ), ყაზანის "რუბინი", რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს, ლიდერ "ზენიტს" ესტუმრება. ყაზანელთა ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

სათამაშო კონდიციებზე

ახლა ყველაფერი რიგზეა, თუმცა კარგად მესმის, რომ ჯერ სრულ მზადყოფნაში არ ვარ. მეორე ნახევრის დაწყებამდე ფორმაში შესვლას ვცდილობ და ამისთვის გაძლიერებულად ვვარჯიშობ. ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, რათა 90 წუთი ვითამაშო.

სლუცკი

ის მუდამ მოითხოვს, რომ უფრო პროდუქტიული ვიყო და კლასი ავიმაღლო. მაფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგეები ფეხებში ხშირად შეგნებულად ჩარტყმას არ ერიდებიან, რითაც ჩემ პროვოცირებას ცდილობენ და ამისთვის მზად
უნდა ვიყო.

ახალწვეულებზე

მაგალითად, ლომოვიცკის ასპარეზობა ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. ამ ეტაპზე, მას მარცხენა ფლანგზე აყენებენ და მასთან ხშირად ვურთიერთქმედებ. კარგად ვუგებთ, ძალიან სასიამოვნო იქნება მასთან თამაში... ლისაკოვიჩი ძალიან კარგი თავდამსხმელია, ის თავისუფალ ზონებში მშვენივრად იხსნება. მას ყველა თვისება აქვს, რათა გუნდს გოლებით დაეხმაროს.

ჯერჯერობით მთავარია, ყველა ჯანმრთელი იყოს. სეზონის მეორე ნაწილისთვის ვემზადებით, რომ ევროთასებზე გავიდეთ.

"ზენიტზე"

"ზენიტი" ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით. ყველას უხარია, რომ ასეთ გუნდებთან თამაშობს და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს აკეთებს. ლიდერების წინააღმდეგ ჩვენ კარგად ვთამაშობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ.


altკვარაცხელია რუსეთის უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა

altკვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, საჯარიმოში შეიჭრა და მოსკოვის "დინამოს" გაუტანა [VIDEO]

altაქტიური კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს, "რუბინმა" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა




მკითხველის კომენტარები / 28 /
როგორც კი უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი ზენიტში გადავიდა იმ წამსვე დაუხურა ნაკრებმა კარი სამუდამოდ,იმიტომ რომ რუსი ფეხბურთელი ჟურნალისტი თუ ხელოვანი ყველა მტერია უკრაინის საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი,მათ ქვეყანაში მყოფს კვარაცხელიაა სირაძეა თუ მჯგალაძეა ყველას უნდა აეკრძალოს ნაკრებში თამაში დღეს მითუმეტეს,ამავე დროს ყველა ღრუსების მაქებარი და მეხოტბე გაიგივებული უნდა იყოს როგორც მოღალატე როგორც უკრაინაშია,როგორც ევროპაში!.კარგი რუსი არ არსებობს ყველა მტერია თუ ღრყსეთუმე არ ხარ,აქ არსად არ ჩანს შენს მიერ გამოფრქვეული აზრებიდან რომ რუსებს როგორც მტრებს ისე უყურებ,პირიქით თავგამოდებით იცავ…
…-s
17:22 28-02-2022
5
აქ ბევრს შევამჩნიე, რომ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვთ. ვისაც გვინდა, რომ ეგ ბიჭი რუსეთიდან ისე წამოვიდეს ,კარიერა და ცხოვრება არ დაუნგრიონ ღორმა რუსებმა და მის მიმართ ამ უაზრო წეზოლას ვეწინააღმდეგებით, თურმე რუსებს ვიცავთ?! (Are you kidding me?)
ჩემზე მეტი ანტირუსული განწყობის ადამიანი არც კი მეგულება ამ ქვეყანაში!!!
ხვიჩა კვარაცხელია ქართველი ფეხბურთელია, რომელიც 18 წლის ასაკში რუსეთში გადაიყვანეს სათამაშოდ და ხელი მოაწერინეს არასასურველ კონტრაქტს, ეს მოცემულობა გვქონდა მაშინაც, როცა ნაკრებში გამოვიძახეთ და თუ არ მოგვწონდა და ასე გვძულდა, მაშინ რატომ ვიძახებდით?
ეს ბიჭი წამოვა რუსეთიდან და წავა ევროპაში და მერე შეგრცხვებათ იმ ბრალდებების, რასაც მის მიმართ ისროდით. თუმცა თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ. როცა სექტემბერში ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა, მაშინ იძახდით ნაკრებში რომ ჩამოვა დავუსტვინოთო, რაღაც არ გამიგია სტვენა შვედეთთან დუბლისას, სად იყავით მაშინ ის ლომები, კლავიატურას ამოფარებულნი:))
ასე რომ პირველ რიგში წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისწავლეთ,თორემ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ. დედის გინება კლავიატურასთან ყველას შეუძლია, ამას განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება.
წარმატებები!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული