"ჰამბურგი" დრამატულ მატჩში დამარცხდა - ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში "ჰამბურგი" საკუთარ მოედანზე დაძაბულ მატჩში 2:3 დამარცხდა ლიდერ "ვერდერთან".

მასპინძელთა გუნდში 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ტურნირზე მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ურიგო შთაბეჭდილება არ დუტოვებია, თუმცა შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 1:0-ს იგებდნენ, HSV-მ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა ბრემენელები 76-ე წუთზე 3:1 დაწინაურდნენ, მე-80 წუთზე "ჰამბურგმა" ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, კომპენსირებულ დროში გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ "მუსიკოსების" მეკარე ჰოიერმა იხსნა თავისი გუნდი.

"ჰამბურგი" 41
ქულით მე-4 ადგილზეა და 5 მარტს გასვლაზე "ნიურნბერგს" შეხვდება.

ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი". 25 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ვერდერი 2:3
გოლები: 0:1 დაკში (10, პენ), 1:1 მეფერტი (46), 1:2 ფიულგკრუგი (51, პენ), 1:3 დაკში (76), 2:3 გლატცელი (80)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერდერი უკეთეს გუნდად ჩანდა.ანგარიშის გათანაბრებიდან 3 წუთში, მეორე პენალტის დანიშვნამ ვფიქრობ ჰამბურგი ცოტა არია,მერე მეკარის მიერ პოზიციურ შეცდომას(კარი ნაწილობრივ დაკარგა და საკმაოდ შორიდან დარტყმულს,ნახტომში ვეღარ მისწვდა),მესამე გოლიც მოჰყვა და ვერდერი მხოლოდ დაცვაზე გადაერთო.ჰამბურგმა შეძლო და მეორე გოლიც გაიტანა,მაგრამ ბოლო სამ წუთამდე,შეტევაში ვერაფერს ქმნიდა.საფინალო შტურმს,ოდნავი თამაშგარედან გატანილი გოლი და კიდევ ორი მომენტი მოჰყვა,ეგაა რომ ნაღდი გოლი აღარ გამოუვიდათ და წააგეს,
სოსო
19:58 27-02-2022
0
არავითარი კრეატივი?გიო მეორე ტაიმში შევიდა და 2 წუთში,მან მისცა სწრაფი პასი,საჯარიმოში,მგონი გლატცელს,რომელმაც პასი გაუგრძელა მეფერტს და იმანაც გაათანაბრა ანგარიში.ცუდი ის არის,რომ ვერდერი მაშინვე შეტევაზე გადავიდა,ჰამბურგის დაცვა კი,ძალიან უაზროდ იგერიებდა ბურთს და კუთხურების სერიის შემდეგ,საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში,ბურთი ზურგიდან მოხვდა ხელში,მცველს.პირველ ტაიმშიც ასეთივე პენალტი აიკიდეს და ახლაც პენალტი დაინიშნა.ორი გოლის ასე უაზროდ გაშვება, საკმაოდ ძნელი გადასატანია ასე მნიშვნელოვან მატჩში,და ჰამბურგიც აირია.მეკარის შეცდომის შემდეგ კი,მესამე გოლიც გაუშვეს და ვერდერი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდა.როცა გუნდი დაცვაში ზის,უძლიერეს გუნდებსაც უჭირთ დაცვის გარღვევა და გიოს რა უნდა ექნა?ჰამბურგს ჰყავს ძალიან ათლეტური გლატცელი და გუნდი, მის მომარაგებას ცდილობდა კარის წინ.მან ერთი გოლიც გაიტანა,მაგრამ მესამესი, მხოლოდ თამაშგარედან გატანა გამოუვიდათ.მგონი გავიწყდებათ,რომ გიო ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს ფორმის აღდგენას და ეს,მისი მხოლოდ მეოთხე თამაში იყო,თანაც ყველა შეცვლაზე.რა, თანაგუნდელები მას ჩათვლიან ლიდერად და მას გაჰყვებიან უკან?მას რა შეუძლია, მათ ხომ წარმოდგენაც არა აქვთ და თვითონაც მასზე არა ნაკლები ამბიცია აქვთ.ასე რომ მოთმინება!თანდათან უნდა დაამტკიცოს თანაგუნდელებთან საკუთარი უპირატესობა და მხოლოდ მაშინ გააკეთებენ მასზე აქცენტს.
სოსო
14:50 01-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული