ჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა შეუცვლელად - "ჰამბურგი" დამარცხდა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ჰამბურგი“ გასვლაზე „ნიურნბერგთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ზიდიზედ მეორე მატჩში დააყენა გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში, რომელიც ძალიან აქტიური იყო, პირველად ითამაშა შეუცვლელად, თავის გუნდში გამორჩეული იყო, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. მან მე-12 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

HSV-მ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, ბოლო 3 მატჩში გამარჯვება ვერ მოიპოვა, მე-5 ადგილზე დაქვეითდა და 12 მარტს „ერცგებირგეს“ უმასპინძლებს.

ნიურნბერგი. „მაქს მორლოკი“. 25 000 მაყურებელი
ნიურნბერგი - ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 კიოპკე (15),
1:1 რეისი (25), 2:1 ჰანდვეკერი (88)

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედიც არის და სურვილიც,რომ მოუმათებს.კარგია რომ არ შეცვალეს მწვრთნელი ბოლომდე ენდო.ეს თავდაჯერებასაც

შემატებს.
უშანგი
16:10 06-03-2022
1
მართლაც სად ვუყურო თამაშებს დადეთ რაა... წინასწარ გიხდით მადლობას
კახა
14:05 06-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული