ჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა შეუცვლელად - "ჰამბურგი" დამარცხდა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ჰამბურგი“ გასვლაზე „ნიურნბერგთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ზიდიზედ მეორე მატჩში დააყენა გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში, რომელიც ძალიან აქტიური იყო, პირველად ითამაშა შეუცვლელად, თავის გუნდში გამორჩეული იყო, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. მან მე-12 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

HSV-მ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, ბოლო 3 მატჩში გამარჯვება ვერ მოიპოვა, მე-5 ადგილზე დაქვეითდა და 12 მარტს „ერცგებირგეს“ უმასპინძლებს.

ნიურნბერგი. „მაქს მორლოკი“. 25 000 მაყურებელი
ნიურნბერგი - ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 კიოპკე (15),
1:1 რეისი (25), 2:1 ჰანდვეკერი (88)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვუყურე თამაშს, სამწუხაროდ ჯერჯერობით გიორგი არ არის სათანადო ფორმაში , ვიმედოვნებ ერთა თასისთვის მზად იქნება... რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს დარტყმა და პასი არ გამოსდის ისე როგორც შეუძლია, ერთი ერთზე მაგარი მომენტი გააფუჭა და ასევე მაღალი გადაცემის ფლანგზე გადატანას ვერ ახერხებდა... ვფიქრობ 5 მატჩი ძირითადში და ის მზად იქნება ...
მევარმეე
10:13 06-03-2022
1
მთავარია ჩაკვე თამაშობს და შედის ფორმაში,ჰამბურგის დე…ც,
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული