ქვილითაიამ ქეცბაიას "ანორთოსისთან" გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "აპოელმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ანორთოსისი", გამარჯვების გოლი კი 52-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მან ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.

ქვილითაიამ ამ სეზონში ჩემპიონატზე 10, თასზე კი 3 გოლი გაიტანა.

"აპოელში" 77-ე წუთამდე ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, ხოლო ბუბა დაუშვილი ტრავმირებულია.

"ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორია სათადარიგო იყო, რადგან მწვრთნელი თემურ ქეცბაია თასზე ასაფ ცურს ათამაშებს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 6 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს აღნიშვნა არ არის თქვენი აზრით? :)) თუ მაინც და მაინც სალტო უნდა გაეკეთებინა?
ალექსა
10:35 10-03-2022
0
სერიოზული და შინაარსიანი აღნიშვნაა -წეროსებურ-ყანჩისებური. მეეჭვება ვინმემ შესძლოს ასე. ველოდებით პინგვინურს, ბეჰემოთურს და ვეშაპურს.
ფირუზა
17:44 10-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული