საბა კვირკველიას ესპანურ გუნდში გადასვლის შესაძლებლობა გამოუჩნდა

AutoSharing Option
ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებს 7 აპრილამდე საზღვარგარეთულ გუნდებში გადასვლის უფლება მისცა. estadiodeportivo იტყობინება, რომ სეგუნდადივიზიონის "ალმერია", რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პრიმერაში გადასვლისთვის იბრძვის, შეიძლება ფეხბურთელები დაიმატოს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში "ალმერიასთვის" საინტერესო ფეხბურთელები და მათ შორის სამი მცველია - მარლონი (შახტარი, ბრაზილია, 27 წლის), ვიტაო (შახტარი, ბრაზილია, 22 წლის), საბა კვირკველია (მეტალისტი, საქართველო, 30 წლის), მათ ტრანსფერებს განიხილავს და თუ ისინი გადაიბირა, გუნდ
ის სხვა ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება მოუწევთ.

"ამ სიაში ბოლო "მეტალისტის" 30 წლის მცველი საბა კვირკველიაა. ის გამოცდილია, თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგაში, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროტურნირებზე. გასათვალისწინებელია, რომ ამ სეზონში სასტარტოში სისტემატურად ვერ ხვდებოდა. ერთ-ერთი, რამაც შეიძლება კვირკველიას "ალმერიაში" გადასვლასა და გუნდში დამკვიდრებაში ხელი შეუწყოს, მისი თანამემამულე მეკარე გიორგი მაკარიძეა", - წერს estadiodeportivo.

ფიფას გადაწყვეტილებით, კლუბებს მხოლოდ ორი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
პასპორტში მაინც ჩაიხედოს ან სარკეში, რაის ლა-ლიგა?)) ღადაობაა)) იქ სიომინი და კიკნაძე თუ ხვდება- კი
ვოვა
13:36 12-03-2022
0
საყურადღებოა ლევანის კომენტარი!!!
გაითვალისწინეთ ვისაც ეხება!
თემური
11:20 12-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული