"როსტოვთან" რუსეთის ჩემპიონატზე წაგებული საშინაო მატჩის (1:2) შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მეშკოვის მსაჯობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მშობლიურ ვოლგოგრადში დაბრუნდება. მან ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც გოლი გაიტანა.
- დღეს ხვიჩამ ნამდვილი ლიდერივით ითამაშა. ის ლეგიონერების წასვლის მერე პასუხისმგებლობას გრძნობს?
- ვფიქრობ, ასეა. ის ძალიან ყოჩაღია. დიდი ხანია სრული მატჩი არ უთამაშია და აქ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფის არყოფნისას მნიშვნელოვანი იყო, ვის შეეძლო ლიდერობა საკუთარ თავზე აეღო. თუ პოზიტივის ძებნას დავიწყებთ, მაშინ ხვიჩა მართლაც ნამდვილი ლიდერივითა და
ოსტატივით თამაშობდა.
- ეკონტაქტებით თუ არა იმათ, ვინც წავიდა? მათ თუ აქვთ პროგრამა?
- მე ისინი კარიერაში კიდევ შემდეგი ნაბიჯისთვის უნდა მოვამზადო? ამას ვცდილობდი, როდესაც აქ იყვნენ.
პ.ს. უეფაც სცოდავს ისე.
ხო კიდე სპორტი არის პოლიტიკის ნაწილი, ეს ესე იყო არის და იქნება, და "კაკ რაზ" ყველაზე მეტად რუსები თვლიან ესე