სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთში აღარ დაბრუნდება?! - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა და "რუბინის" პრესსამსახური

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, "რუბინს" აღარ დაუბრუნდეს. Match TV-ის ინფორმაციით, ეს იმითაა განპირობებული, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ კლუბში ასპარეზობის გამო კვარაცხელიას ოჯახზე დიდი ზეწოლაა. 

ადგილობრივი "სპორტ-ექსპრესი" ქართველი ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის სამი ჩემოდნითაა და წერს - "კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიდის, მაგრამ რაღაც ბევრი ჩემოდანი მიაქვს... ეს "რუბინიდან" გაქცევაა?!"

რუსულ პრესაში ხვიჩას შესაძლო წასვლაზე "რუბინის" პრესსამსახურის განცხადებაც ვრცელდება:

"ხვიჩა ნაკრებში საასპარეზოდ გაემგზავრა. დაუბრუნდება თუ არა ის "რუბინს", ამას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ
გავიგებთ. მუქარა მისი ოჯახის მიმართ? ამაზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია..."

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადაბარგებაზე.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მისი წამოსვლით რუსები დაიხოცებიან ბოღმით მაგრამ მარტო წამოსვლა არ არის საკმარისი. მანამდე რეებს ლაპარაკობდნენ რუსები გახსოვდეთ გესლი და ყველაფერი. ხვიჩას მამა არ დაინდეს, მხოლოდ იმისთვის რომ თქვა წამოვაო აუცილებლად რუსეთიდან. რუსეთის დუმიდან და სპორტის სამინისტროდან უპასუხეს ძალიან დამპლურად და ცინიკურად, თითქოს ხვიჩას მამა კი არა ვიღაცა ყოფილიყო და ანტი-რუსულ პროპაგანდაში დასდეს ბრალი. თან ისიც დააყოლეს დაგინახავთ სად წახვალთო. ეს ერთი მაგალითია მხოლოდ. თითოელ წერყილ მძიმეზე სასტიკად უნდა აგონ
0
რუსულმა პრესამ გაავრცელა? მაშინ მართლა არ ყოფილა ფოტოშოპი.
რუსული პრესა ამას როგორ იკადრენდა?! :D
ვაი, რა გეშველებათ, ბავშვებო? ეს რა გულუბრყვილო თაობა წამოიზარდა!
ქ. გ.
13:05 22-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული