რუსეთიდან პოლონეთში - ლუკა გაგნიძე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ზაფხულში მოსკოვის "დინამოდან" "ურალში იჯარით გაშვებულმა 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ უეფას გადაწყვეტილებით ისარგებლა, რომელიც რუსეთში მოასპარეზე ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე საზღვარგარეთულ გუნდებში თამაშის უფლებას აძლევს და პოლონეთის "რაკუვში" გადავიდა.

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მინდა კარგად ვითამაშო და გუნდს უფრო მაღალ დონეზე გასვლაში დავეხმარო", - განაცხადა გაგნიძემ.

"ეს ახალგაზრდა და ტექნიკური ფეხბურთელია. ის ნახევარდაცვის გაძლიერების კიდევ ერთი ვარიანტი იქნება და სეზონის დარჩენილ მატჩებში დაგვეხმარება", - აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რობერტ გრაფმა.

"რაკუვი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა, ლიდერ "პოგონს" ერთი ქულით ჩამორჩება
და მის ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო გვილია იცავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თურმე შესაძლებელი ყოფილა ევროპის კარგი დონის გუნდში ტრანსფერის განხორციელება ! აბა რას ტენიან ამ ქართველ ტალანტებს რუსეთში ? მაფიოზები.. ჯუღელის ბრალია ყველაფერი .. ხვიჩას დაუნგრია კარიერა.. ბათუმის დინამოში შეტენა .. მე რომ ეგეთი აგენტი მყოლოდა ხვალევე მივატოვებდი.
ილია
15:29 26-03-2022
0
რაკუვის თამაშები რუბინის წინააღმდეგ მაქვს ნანახი,შარშან ევროთასებზე.ფიზიკურად ძალიან ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია.დარწმუნებული ვარ,ლუკას ფიზიკურად მოძლიერებაში აუცილებად დაეხმარება იქ თამაში,ტაქტიკაშიც ალბათ ბევრს ისწავლის და მისი ტექნიკის პატრონი,გუნდის თამაშის წარმმართველიც გახდებოდა,ცოტა მეტი დრო რომ დარჩენილიყო მაგ კლუბში.
სოსო
13:50 26-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული