გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, სტუმართა მხრიდან კი ქართველებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა, ისიც დასკვნითი 21 წუთი.
ნიქოზიელები ზღვარგადასულად უხეშობდნენ. anorthosis24-ი წერს, რომ სტუმრების არა 4, არამედ 14 მოთამაშე უნდა გაეძევებინათ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი იმ ვარდამ გაიტანა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ გიორგი ქვილითაიას დაპირისპირება მოუწია და საკმაოდ პროვოკაციულადაც აღნიშნა.
2 მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 დაფიქსირდა, თუმცა ამ ტურნირზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი გაუქმებული არაა და შემდეგ ეტაპზე "ანორთოსისი" ითამაშებს.
ქეცბაიასა და ლორიას მხოლოდ ოქრიაშვილი დაუპირისპირდება - მატჩის დღე