საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ხვიჩას გარშემო არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ხვიჩა მზადაა, რომ "ნაპოლიში" გადავიდეს. მას აქვს ყველა ის თვისება, რაც დიდი ფეხბურთის სათამაშოდ საჭიროა. თუ ეს ტრანსფერი შედგება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ნეაპოლელებს მშვენიერი გუნდი ჰყავთ. "კვარას" ინსინიეს ჩანაცვლება შეუძლია. ვფიქრობ, საკუთარ შესაძლებლობებს, როგორებიცაა სისწრაფე, დრიბლინგი და ასისტები, მარტივად გამოავლენს. კვარაცხელია დიდებული ტალანტია და შესანიშნავი კარიერის მოწყობაც შეუძლია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული" - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, ხვიჩამ სეზონი რუბინში" დაიწყო, მარტის ბოლოს ქართველმა რუსულ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის
"დინამოსთან" ხელი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით