ჩაკვეტაძის 12+ წუთი და "ჰამბურგის" გამარჯვება

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „კარლსრუეს“ 3:0 სძლია, რომელიც მცველ გორდონის გაძევების გამო 30-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

HSV-ს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ჩემპიონატზე 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„ჰამბურგი“ ამ მომენტისთვის 48 ქულით მეექვსე ადგილზეა და 19 აპრილს თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 აპრილს ჩემპიონატზე გასვლაზე „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდება.

ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, "ჰამბურგი" მესამე პოზიციაზე მყოფ "ვერდერს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში გადასვლის მინიმალური შანსი
გააჩნია.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი". 24 892 მაყურებელი

ჰამბურგი - კარლსრუე 3:0
გოლები: 1:0 გლატცელი (23), 2:0 ვუშკოვიჩი (32), 3:0 ვაგნომანი (68)
გაძევება: გორდონი (30, კარლსრუე)

მკითხველის კომენტარები / 7 /
აიყვანოს ფიზ მწვრთნელი ფიზიკა უნდა გაამჯობესოს
beqa
13:14 17-04-2022
1
დრიბლინგს ეხლა იშვიათად, უმეტესად კონტრშეტევისას იყენებენ. ითვლება, რომ დრიბლინგი ტემპს აგდებს. ჩემი აზრით, როცა ჩაკვე ძირითადის მოთამაშე გახდება, მაშინ მიეცემა მეტი რისკის გაწევის უფლება.
მოკლედ
10:43 17-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული