ჩაკვეტაძის 12+ წუთი და "ჰამბურგის" გამარჯვება

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „კარლსრუეს“ 3:0 სძლია, რომელიც მცველ გორდონის გაძევების გამო 30-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

HSV-ს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ჩემპიონატზე 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„ჰამბურგი“ ამ მომენტისთვის 48 ქულით მეექვსე ადგილზეა და 19 აპრილს თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 აპრილს ჩემპიონატზე გასვლაზე „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდება.

ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, "ჰამბურგი" მესამე პოზიციაზე მყოფ "ვერდერს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში გადასვლის მინიმალური შანსი
გააჩნია.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი". 24 892 მაყურებელი

ჰამბურგი - კარლსრუე 3:0
გოლები: 1:0 გლატცელი (23), 2:0 ვუშკოვიჩი (32), 3:0 ვაგნომანი (68)
გაძევება: გორდონი (30, კარლსრუე)

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროდ მე ვერ ვამჩნევ იმას რომ გიორგის თამაშის ხარისხი ჰამბურგში გაუმჯობესდა ან ფორმაში შევიდა ამხანაგურების ჩავთლით სულ 14 მატჩი ითამაშა ჰამბურგში და მხოლოდ ერთი მატჩი გაატარა მოედანზე 90 წუთი დანარჩენი სულ შეცვლაზე ყველა თამაში ვნახე და სულ 3-4 დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა სულ მე მეტი ვერაფერი დავინახე მის თამაშში ჯერ ჯერობით სულ ერთი გოლი გაიტანა ეგეც მეკარის შეცდომის დამსახურებით მეტი არაფერი გაუკეთებია ჩემი აზრით ასეთი თამაშით რასაც ახლა თამაშობს ჩაკვეტაძე მას არც ჰამბურგში და არც გენტში არავინ დატოვებს და მოუწევს საქართველოს ჩემპიონატში ან უკეთს ვარიანტში სადმე კვიპროსში ან ყაზახეთში წასვლაა მე 2 ბუნდესლიგას თუ ვერ თამაშობ და გიჭირს ძირითადში მოხვედრა და 14 მატჩში სულ 1 თამაში გათამაშებენ 90 წუთს ესეიგი შენი ადგილი ევროპაში არ არის მე ბუნდესლიგის გუნდში 20-30 წუთი თამაშია შენი მაქსიმუმი რა ტოპ ლიგა და რა მაღალი კლასის ჩემპიონატზეა საუბარი.
გიო
01:31 17-04-2022
8
თავიდან კარგად ეზრდებოდა დრო, მერე ძირითადშიც მოხვდა და ახლა ისევ უკან წავიდა საქმე და იმედია მისი ბრალი არაა, სანაკრებო პაუზამ ცუდად იმოქმედა, წესით მაგის გამო არ გამოიძახეს აქ.
მ.მ
01:03 17-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული