ხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „გაგრა“, „საბურთალომ“ კი „ლოკომოტივი“ დაამარცხა.

ბათუმში მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა: ჯერ კვარაცხელიას დრიბლინგისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ფლამარიონმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კვარაცხელიამ თავად გაიტანა. ეს ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი გოლია. თუმცა „გაგრა“ არ დანებდა და შონიამ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. 27-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან საოცარი გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, ორი მომენტი ვერ გამოიყენეს, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - დუბლი ფლამარიონმა
შეასრულა. 64-ე წუთზე შეცვლაზე დავითაშვილი შევიდა და აჭარულ გუნდში მისი დებიუტი შედგა. შეცვლაზე შესულმა "გაგრას" შემტევმა ბუხაიძემ მე-80 წუთზე ანგარიში შეამცირა, 86-ე წუთზე კი ასევე შეცვლაზე შესულმა რადინმა წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაუტანა ქურდაძეს.

ბათუმის „დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა და 23 აპრილს ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 8 ქულით მე-8 პოზიციაზე მყოფი „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - გაგრა 5:2
გოლები: 1:0 ფლამარიონი (4), 2:0 კვარაცხელია (7), 2:1 შონია (11), 3:1 კვარაცხელია (27), 4:2 ბუხაიძე (80), 5:2 რადინი (86)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (რადინი 72), ალთუნაშვილი (ტეიდი 64), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (დავითაშვილი 64), კვარაცხელია (ლობჯანიძე 72), ფლამარიონი (ზარია 82)

გაგრა (4-2-3-1): ქურდაძე, ქობულაძე, კვირკველია, ნოზაძე, ხოსიტაშვილი (კ), სულთანიშვილი (ბუხაიძე 73), შეწირული, კვირკვია (ფარულავა 73), შონია (ვეკუა 58), ხაბელაშვილი (ჩოგაძე 58), ვაწაძე

დღესვე „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ სძლია და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - ლოკომოტივი 3:1
გოლები: 1:0 ანდრონიკაშვილი (5, საკ. კარში), 2:0 სიხარულიძე (61), 2:1 დარცმელია (68), 3:1 სიხარულიძე (90+5)
გაძევება: აწყურელი (84, ლოკომოტივი)
გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (85, საბურთალო)

მკითხველის კომენტარები / 20 /
სასწაულად ითამაშა,ლაღად, ლამაზად, რასაც ქვია იფრინა. ზაფხულამდე ამ ტემპით გააგრძელე კვარა და მერე ნაპოლიში დაგლიჯე !! :))
მთავარია ტრავმა არ მიიღოს!!!
0
აუ რა ვისიამოვნე მიმოხილვით ❤️❤️
ყველა გუნდს რო ნორმალური სტადიონი ქონდეს და ბევრ გუნდში იყოს ვაწაძის და თუნდაც კვარას დონის ფეხბურთელები... კვარას დიდხანს ვერ გააჩერებ, ცოდოცაა, მარა ცოტ-ცოტა ხანი ძაან აიწევს დონე... ესეთი თამაშები რო იყოს ხშირად ძაან შორს წავალთ ❤️
რა მაფიაა?
00:25 19-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული