"ჰამბურგი" თასიდან გამოვარდა - ჩაკვეტაძეს 5+ წუთი აკმარეს

AutoSharing Option
გერმანიის თასის ნახევარფინალში „ჰამბურგი“ სახლში „ფრაიბურგთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაივსო
„ფოლკსპარკშტადიონი“ პირთამდე, მაგრამ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე მყოფმა გუნდმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გაირკვა.

მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე ანსი სუჰონენის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. 88-ე წუთზე გლატცელმა "ფრაიბურგის" კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

HSV ჩემპიონატზე 48 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მესამეადგილოსან "სანტ პაულის" 5 ქულით ჩამორჩება, მორიგ შეხვედრას კი 23
აპრილს სტუმრად „რეგენსბურგთან“ გამართავს.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 57 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ფრაიბურგი 1:3
გოლები: 0:1 პეტერსენი (11), 0:2 ჰოფლერი (17), 0:3 გრიფო (34, პენ), 1:3 გლატცელი (88)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეეჰ ჩაკვე ჩაკვე როგორ მენანები :(
sormona
00:47 20-04-2022
2
არაფერი პრობლემა არ აქვს, ყველა თამაშს ვუყურე რაც ამ გუნდში, კაცი არ მოუტყუებია, სულ განზე ან უკან დარბის და პასსაც მენთეშაშვილი ვით უკან აკეთებს. არ დაიტოვებს ამას ჰამბურგი და საერთოდაც ჯობია საქართველოში დაბრუნდეს
....
07:05 20-04-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული