
თუ HSV-ს მწვრთნელ ტიმ ვალტერს გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო შეხვედრებში თამაშის დასასრულს შეჰყავდა შეცვლაზე, ამჯერად სათადარიგოთა შორის დატოვა.
გიორგიმ ჩემპიონატის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
„ჰამბურგი“ 51 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, ჩემპიონატის დასრულებმდე 3 ტურით ადრე მესამეადგილოსან „სანტ პაულის“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 2 ქულით ჩამორჩება და 30 აპრილს გასვლაზე „ინგოლშტადს“ დაუპირისპირდება.