შანსი ვერ გამოიყენა - ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" არ დაიტოვებს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ათამაშეს "ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 23 აპრილს, მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში, სტუმრად "რეგენსბურგთან" მოგებულ (4:2) მატჩში.

90min-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძეს HSV-ს დატოვება მოუწევს.

გამოცემის ცნობით, იჯარით აყვანილმა ქართველმა თავიდან თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან როდესაც ფარიდე ალიდუმ რამდენიმე კვირა სახეირო ვერაფერი გააკეთა, ამით ვერ ისარგებლა. 

გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დაიწყო სასტარტოდან, 1 გოლი გაიტანა და 30 ივნისს მანუელ ვინცხმაიერთან, იან გიამერთან, ალიდუსთან და მიხაელ კაუფმანთან ერთად
"ჰამბურგს" დატოვებს.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, ისევ იჯარით გაუშვებენ თუ შანსს მისცემენ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
დღევანდელი თამაშის წინ გუნდთან ერთად მოთელვაზე გავიდა.
ქ. გ.
15:07 30-04-2022
1
გაანებეთ რა ჭორაობას თავი.მეგობარი გოგონა რა შუაშია, ან რა მეგობარი კაცი ყავდეს აბა.მერე პლანს ეწევა,ბარში დადის,სოფელშიც კი აღარ ჭორაობენ ასე.გაიხსენეთ დათო რამდენი წლის იყო,რომ ათამაშდა....ასერომ მთავარია,მშვიდად ,წყნარად,ნელ--ნელა მიხედო შენ საქმეს.არაფერი არაა დაკარგული.წარმატებები.
კახა ქ.
11:37 27-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული