დაუჯერებელი ისტორია - მეორე გუნდისთვის შეძენილი მამარდაშვილი "ვალენსიას" მთავარი კიპერია

AutoSharing Option
როცა "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილი გადაიბირა, მეორე გუნდის მეკარედ მიიჩნევდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეიძინეს ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი კიპერი გახდა.

მამარდაშვილს დასაწყისში ბედმა გაუღიმა - გუნდის ორი მეკარე ტრავმირებული იყო. თუმცა, მთავარია ისაა, რომ მთავარ მწვრთნელ ბორდალასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და მანაც "ხეტაფესთან" "მამარდა" სასტარტოში უყოყმანოდ დააყენა.

პირველივე მატჩში ახალბედა მეკარე მშვენიერი იყო, 4 კარგი სეივი ჰქონდა და ტურის კიპერადაც დასახელდა.

სილესენი მომჯობინდა, თუმცა მაინც მამარდაშვილი თამაშობდა. მალევე 20 წლის გიორგის სანაკრებო დებიუტი (ბულგარეთის წინააღმდეგ 1:4) შედგა...

მეორე შანსი იანვარში, ისევ ნიდერლანდელი
მეკარის ტრავმის გამო გაჩნდა, თუმცა "ღამურების" თავკაცი ხაუმე დომენეკს დაეყრდნო. "მამარდა" მაინც დაბრუნდა, კონკურენტს აჯობა და თასის ფინალში გასვლაში დიდი როლი შეასრულა - ბილბაოს "ატლეტიკთან" მშვენიერი იყო.

ქართველმა მეკარემ გულშემატკივრებისა და "ვალენსიას" ლეგენდა სანტიაგო კანისარესის სიმპათიები მოიპოვა. მამარდაშვილს, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, ბორდალასიც მხარს უჭერს და მომავალში უდავოდ დიდი მეკარე უნდა გახდეს.

მომზადებულია Mediatirmpo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
არ ესალმება ქართველებს?
ის თავის ქართველობას დაამტკიცებს!!!
მე არ ვიტყვი ყველაზე, მაგრამ ქართველების ნაწილსგან ჯობს შორს დაიჭიროს თავი, თორემ კარიერას კი არა სახელს გაიფუჭებს, რაც თავისთავად საქართველოსთვის იქნება ცუდი!
გამოაქვეყნეთ!
თემური
08:47 27-04-2022
0
თამაშის შემდეგ ქართველებს არც კი ესალმება, შეიძლება ვერ დაინახა მაგრამ თუ ნახა და არ გამოეხმაურა მაგარი უტიფარი ყიფილა. რამოდენიმეჯერ აღნიშნეს უკვე იქ მცხოვრებმა ემიგრანტებმა..
simartle
17:54 26-04-2022
34

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული