გამოცემის ცნობით, ქართველი თავის ახალ გუნდთან ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს, სეზონში კი 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლი" მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გადაიხდის.
კვარაცხელია "ნაპოლის" წევრი ოფიციალურად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გახდება და ტრანსფერი გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე დაადასტურა.