რამდენს გამოიმუშავებს ხვიჩა "ნაპოლიში" და რა თანხას გადაიხდიან მის სანაცვლოდ - Corriere dello Sport-ი დეტალებზე

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალებზე წერს.

გამოცემის ცნობით, ქართველი თავის ახალ გუნდთან ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს, სეზონში კი 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლი" მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გადაიხდის.

კვარაცხელია "ნაპოლის" წევრი ოფიციალურად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გახდება და ტრანსფერი გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე დაადასტურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული