უკლებლივ ყველა წამყვანი სპორტული ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსია" ლა ლიგის 34-ე ტურში "ლევანტესთან" მარცხისგან გიორგი მამარდაშვილმა იხსნა. ქართველმა ერთი სეზონის განმავლობაში უზარმაზარი პროგრესი განიცადა: საიმედოა კარის ხაზზე, გამოსვლებზე, ბურთის ატანაში, დაცვის ხელმძღვანელობაში, იგერიებს წარმოუდგენელ ბურთებს, თავდაჯერებული და თამამად შეიძლება ითქვას, პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. ყველაფერ ამის, აგრეთვე ასაკისა და სიმაღლის გათვალისწინებით, მას დიდი მომავალი ელის.
"ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბიორდალასმა ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბევრი ისაუბრა და ნიშანდობლივია, რომ ბოლო კითხვა სწორედ მამარდაშვილზე დაუსვეს.
- მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი შეხვედრა
ჩაატარა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 20 მილიონი ევროა. აპირებთ თუ არა ამ თანხის გასაზრდელად რაიმე ნაბიჯების გადადგმას?
- მე წარმოდგენა არ მაქვს. სახელშეკრულებო საკითხები კლუბის საქმეა. არ ვიცი და შენ ამის გასარკვევად არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო.
- მე წარმოდგენა არ მაქვს. სახელშეკრულებო საკითხები კლუბის საქმეა. არ ვიცი და შენ ამის გასარკვევად არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო.
ის წარმოუდგენელია, შესანიშნავ დონეზე თამაშობს და დიდი ოსტატობა შეიძინა. მწვრთნელები და თანაგუნდელები ეხმარებიან. ჩვენ მისი ასპარეზობით ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ.
ღმერთმა დაგვიფაროს თავში აუვარდეს,
მაშინ ყველაფერს დაკარგავს