გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "ჰამბურგმა" "ჰანოვერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები რობერტ გლაცელის 2 გოლის წყალობით დაწინაურდნენ, გერმანელმა ფორვარდმა თავი მე-13 და მე-20 წუთებზე გამოიჩინა.
სტუმართა მხრიდან სებასტიან კერკმა 22-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
"დინოზავრების" შემადგენლობიდან მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე ისევ არ გამოჩენილა, ბოლოს ქართველმა ფეხბურთელმა 19 აპრილს გერმანიის თასის ნახევარფინალში "ფრაიბურგთან" (1:3) ითამაშა, იმის შემდეგ კი თავის გამოჩენის შანსი აღარ ეძლევა. უკვე ცნობილია, რომ "ჩაკვე" ზაფხულში "ჰამბურგს" დატოვებს და ბელგიაში დაბრუნდება.
რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ქართველი
ლეგიონერის ამჟამინდელი გუნდი 33 ტურის შემდეგ 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ბუნდესლიგაში გადსავლის შანსს ინარჩუნებს.
მე პირადად აღარც მჯერა მისი და აღარც მაინტერესებს მისი სიახლეები. თავად თუ არ უნდა ვარჯიში და თამაში, მე ასი წელი არ დავკარგავ დრის
იყო ასეთი ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი, ბარსაში თამაშობდა, მესის და ინიესტას გვერდით 17 წლის ასაკში. ყველა სასწაულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა თუმცა ჩაიკარგა და დღეს მის შესახებ არავინ იცის. ფეხბურთი ყველაზე ნაკლებ პოროგნოზირებადი სპორტია, შეიძლება ისეთ ასაკში გაიბრწყინოს ჩაკვეტაძემ არავინ რომ არ ველით, ჯერ სულ რაღაც 22 წლისაა და რა დროს მისი ჩამოწერაა. შეიძლება ვერ გაიბრწყინოს ვერასდროს და ყაზახეთთან და ანდორასთან გატანილი გოლები დაგვჩეს მოსაგონრას. ბოიან კრკიჩი ჩემპ. ლიგაზე იტანდა გოლებს და იმან ვერ გაამართლა და ეს რადიკალურად დადებითი ან უარყოფითი რეაქციები რატომ გვაქვს ჩაკვეტაძის მიმართ არ მესმის.
არ ჭირდება ეს თავში ხელების ცემა თქვენგან, თავად უკეთ იცის, რომ არ მისდის საქმე კარგად, თუმცა ისეთ ასაკშია ყველაფერი წინაა.
გამოსწორებადია!!!