ბათუმის "დინამოს" გარდა, ქართველი გულშემატკივრები იმ ქართველი კლუბებით არიან დაინტერესებულნი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე (საკვალიფიკაციო ეტაპზე) ითამაშებენ. უკვე ვიცით, რომ ჯგუფურ ეტაპზე ერთი წარმომადგენელი გვეყოლება, თანაც ისეთ გუნდში, მაღალი ამბიციები რომ ექნება - ხვიჩა კვარაცხელია ხომ "ნაპოლის" წევრი გახდება. აქვე გეტყვით, რომ ბათუმელთა რიგებში საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ხვიჩას ხელს არ შეუშლის, შემდეგ ამავე ტურნირზე იტალიელთა შორის ითამაშოს. უეფას ეს რეგულაცია
ყველაზე ძლიერები
თუკი ჩვენებურთა კლუბების დონეს გადავხედავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჯგუფში შეღწევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შანსი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" უნდა ჰქონდეს, სადაც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის. მაჰამადალიევის მომჯობინებულა შემდეგ 23 წლის ქართველ მეკარეს ცოტა დრო ეძლევა.
აზერბაიჯანული კლუბი საქართველოს ჩემპიონ ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი პოტენციური მეტოქეა.
დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდია და დანიის ჩემპიონებს ამბიცია ექნებათ, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე რაც შეიძლება შორს გავიდნენ. 29 წლის ქართველ მცველს პოსტტრავმული პერიოდი აქვს და ამ ეტაპზე ცოტას თამაშობს.
"შტურმისა" და "სლოვანის" შანსები
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, შესაძლოა, პირველივე ეტაპზე ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდეს. სლოვაკებმა შარშანაც მთავარ ტურნირზე გასვლა სცადეს, საბოლოოდ კი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩნდნენ, სადაც ზემოხსენებულ "კოპენჰაგენს" სათანადო კონკურენცია ვერ გაუწიეს. დაველოდოთ, ვაისის გუნდი ახლა რას შემოგვთავაზებს...
მონატრებული ჩემპიონობა
კვეკვესკირის კლუბმა პოლონეთის საუკეთესო გუნდის წოდება 2015 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. რობერტ ლევანდოვსკის ყოფილ კლუბს ასეთი სულ 8 ტიტული აქვს. რაც შეეხება "აპოლონს", მათი ბოლო ტრიუმფი 2006 წლით თარიღდებოდა.
ჩერჩესოვი და ქართველები
ბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე