გიორგი წიტაიშვილი "ვისლაში" აპრილის დასაწყისში იჯარის წესით გადავიდა, მის რიგებში პოლონეთის ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ კრაკოვული გუნდი ქვედა ლიგაში გავარდა. გიო "ვისლას" "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა:
"ვისლაში" გატარებული დროის გამო მადლობელი ვარ. მინდა ამ შესანიშნავ კლუბს მადლობა გადავუხადო, მწვრთნელებს, პერსონალსა და მოთამაშეებს, ყველას. ესოდენ მოკლე პერიოდში თქვენ ჩემთვის ახლობლები გახდით. აქ პირველივე დღიდან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სახლში. თქვენ მე საჭირო მხარდაჭერა გამომიცხადეთ. ამას ვაფასებ და ჩემს გულში სამუდამოდ შევინახავ.
მსურს მადლობა
გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, სად გაგრძელებს კარიერას.