ვაკო ყაზაიშვილის ძალიან ლამაზი გოლი კორეის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 

ვაკომ "სუვონთან" მატჩში ანგარიში 55-ე წუთზე გაათანაბრა, ულსანელებმა კი გამარჯვების გოლი 5 წუთში გაიტანეს. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 2:1. 

ქართველი ფეხბურთელისთვის "სუვონთან" გატანილი გოლი კორეის K ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 გახლდათ. ყაზაიშვილს 2 საგოლე პასიც აქვს გაკეთებული. "ულსან ჰიუნდაი" კი ჩემპიონატს 36 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ "ჯეჯუ იუნაიტედს" 10 ქულით უსწრებს. 

altყაზაიშვილის ძალიან ლამაზი ტრიველა გადამწყვეტი აღმოჩნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა, დაერხა გიბრალტარს...
qomagi
13:26 31-05-2022
0
საკმაოდ მაღალი დონეა. უკეთესი შენ შესთავაზე
ხ.გ.
05:35 29-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული