რა საერთო ექნებათ მამარდაშვილს, ნანისა და მატას? - მანჩესტერული მედია მსჯელობს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესს დაუკავშირეს, "ვალენსიას" ქართველ მეკარეზე ბრიტანული მედიაც წერს. გიორგი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთადაა, მის შესაძლო ტრანსფერზე საუბარი კი შემდეგ გაგრძელდება.

მანჩესტერული Unitedinfocus-ი საინტერესო სტატიას გვთავაზობს, სადაც საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც როგორც "ვალენსიაში", ასევე "იუნაიტედში" უთამაშიათ. გამოცემა მსჯელობს, თუ რამდენად წარმატებულნი იყვნენ ისინი ამ კლუბებში.

სიაში სულ 3 ფეხბურთელია, თუმცა მათგან 2 ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია - პორტუგალიელი ნანი და ესპანელი ხუან მატა, კიდევ ერთი მოთამაშე კი ანდრეას პერეირაა.

35 წლის ნანი გასულ სეზონში სერია
"ა"-ში თამაშობდა, თუმცა პორტუგალიელის "ვენეცია" გავარდა. ნანი მანჩესტერულ გრანდში 2007-დან 2015 წლამდე გამოდიოდა, პირველივე სეზონში კი, სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად, დუბლი შეასრულა - მოიგო როგორც ჩემპიონთა ლიგა, ასევე პრემიერლიგა. პორტუგალიელმა "წითელ ეშმაკებში" სულ 12 ტიტული მოიპოვა, 230 მატჩში 41 გოლი და 73 საგოლე პასი ჰქონდა.

ნანი მამარდაშვილის ახლანდელ კლუბში 2016-17 წლების სეზონში გამოდიოდა, სადაც 25 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

Sportall.Ge

ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტიტულოვან ხუან მატას "ღამურებში" მხოლოდ ერთი დიდი გამარჯვება აქვს - "კოპა დელ რეი" მოიგო, თუმცა ამ გუნდში შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - 4 სეზონის განმავლობაში 174 მატჩში 46 გოლი და 52 საგოლე პასი.

34 წლის ნახევარმცველი მანჩესტერში 2013 წლიდან დღემდე გამოდის, თუმცა უკანასკნელი 2 სეზონია ცოტას თამაშობს და სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. 285 მატჩი, 51 გოლი, 47 საგოლე პასი - ასეთია მისი მანჩესტერული მონაგარი. მატა "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. სწორედ მან გაუკეთა საგოლე პასი დიდიე დროგბას, რითაც "არისტოკრატებმა" "ბაიერნს" მოუგო, თუმცა ჟოზე მოურინიოს ხელახალი დაბრუნების შემდეგ ესპანელი 37 მილიონ ევროდ მანჩესტერში აღმოჩნდა.

რაც შეეხება 26 წლის ანდრეას პერეირას - ის "ვალენსიაში" "მანჩესტერმა" 2017-18 წლების სეზონში იჯარით გაუშვა, თუმცა ამჟამად ბრაზილიური "ფლამენგოს" ფეხბურთელმა 12 მატჩი გამართა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, დავიდ დე ხეა "მანჩესტერში" რჩება და მათი ახალი თავკაცი ტენ ჰაგი სათადარიგო მეკარის ძიებაშია. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს და გიორგი მამარდაშვილი გუნდის ძირითადი მეკარე, თანაც გაუმჯობესებული ხელშეკრულებით გახდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.

altმამარდაშვილი ტენ ჰაგის სიაშია - "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს ქართველი მეკარის დამატება პირადად სურს

altAS: "მანჩესტერ იუნაიტედი" მამარდაშვილით დაინტერესდა

altგაფრინდა - მამარდაშვილის "კლაუსულა" 100 მილიონი იქნება!

მკითხველის კომენტარები / 5 /
მალე მოვა მანჩესტერის დროც , ახლა ჯობს დარჩეს სადაც არის . ლა ლიგაში ვალენსიას მთავარი კიპერობა სახუმარო ამბავი ხო არაა ამ ასაკში… ახლა ის ეტაპი ეწყება , როცა გამოცდილება უნდა მიიღოს. ეგრე გააგრძელოს და სულ მალე მთავარ მეკარედ მოუნდებათ იუნაიტედისა და მსგავსი კალიბრის გუნდებს. წარმატებები გიო !
ხომ ერა
11:23 30-05-2022
1
მამარდა მგონი ვალენსიაში უნდა დარჩეს. დე ხეას სათადარიგოდ ყოფნა ამ ეტაპზე არც ისე სასურველია. ვალენსიაში უფრო მეტად უნდა განიმტკიცოს თავისი იმიჯი ევროპაში. ასე მიყოლებით ყოველ სეზონში ძირითადი მეკარეები ამოაგდოს არ გამოვა. მითუმეტეს დე ხეა ჯერ კიდევ პიკზეა. მამარდა ჯერ საკმაოდ ახალგაზდაა და ყველაფერს მოესწრება თუ ასე გააგრძელა, გრანდშიც გადავა.
G.LA
10:29 30-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული