მამარდაშვილი პრემიერლიგაში? - "ვალენსიას" 70 მილიონი სჭირდება, "ტოტენჰემს" - ლორისის შემცვლელი

AutoSharing Option
"ვალენსია" მზადაა, ტრანსფერზე ნებისმიერი მოთამაშე დააყენოს -  კლუბს ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი სჭირდება. გასხვისების მთავარი კანდიდატები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში არიან, თუმცა გამოჩნდა ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, კლუბს კარგი თანხა მოუტანოს.

"ღამურებმა" მამარდაშვილის სახით უმაღლესი დონის მეკარე ხელში მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ჩაიგდო. სხვა მოცემულობაში, გიორგი გუნდში მრავალი სეზონის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. ქართველი მეკარე ინგლისის პრემიერლიგაში მოსწონთ, სადაც მისით დაინტერესებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი დიდი გუნდი, "ტოტენჰემიც" შეემატა.

ლონდონურ კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალში 36 წლის
უგო ლორისის შემცვლელზე, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

ამ დროისთვის "ტოტენჰემს" "ვალენსიასთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ნუ ყვებით ჭორებს
ზურა
31 მაისი 2022 16:40
6
დაიწყო ისევ მეზღაპრეობა, ჯერ არ მიუმართავს ... ან მიმართავს ან არა... ნეტავი ყველა ქართველ ფეხბურთელზე იყოს მოთხოვნა პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდში, მაგრამ ეს წინასწარ ზღაპრების წერა არ გბეზრდებათ??
mix
31 მაისი 2022 16:02
5
მშვენიერი ვარიანტია, ლიგაზე ითამაშებს მაინც. ნეტა
ABCABC
31 მაისი 2022 15:05
13
2 წელი სკამის ხეხვა არაა კარგი ვარიანტი
irakli
31 მაისი 2022 18:02
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული