"ალმერია" ლა ლიგაში გადავიდა, მაგრამ 32 წლის მეკარე გიორგი მაკარიძეს კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა.
მაკარიძე "ალმერიაში" 2020 წელს "სეტუბალიდან" გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.
მაკარიძე ადრე თბილისის "დინამოში", "ლე მანში", "დოქსაში", "ფეირენსეში", "მორიერენსეში" და "რიო ავეში" თამაშობდა. მან საქართველოს ნაკრების ღირსება 15 შეხვედრაში დაიცვა.