საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელს ვერ შეელივნენ - უცნაური ამბავი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის ირგვლივ ამბები საინტერესოდ განვითარდა. მოგეხსენებათ, ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "სლოვანთან" მისი თანამშრომლობა შეწყდა. 2 დღის შემდეგ, ბრატისლავურმა კლუბმა განაცხადა, რომ საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და ვაისი კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება:

"ჩვენ კონტაქტზე დავრჩით, ვერცერთმა შევძელით ერთად დაწყებული საქმის მიტოვება. ვგრძნობდით, რომ ამის დამთავრება არ გვსურდა, კლუბის ბედი ორივე მხარეს გვადარდებს. საბოლოოდ, საერთო გეგმა ვიპოვეთ. შევთანხმდით, რომ გუნდი აუცილებლად გაძლიერდება."

მოგეხსენებათ, სლოვაკეთის ჩემპიონთა რიგებში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან, თუმცა შესაძლოა, კლუბი
შეიცვალონ.

altმოულოდნელი ამბავი - ვაისი წავიდა, ვინ გაწვრთნის კაშიასა და კანკავას?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული